8.8: მეტამონაცემთა დეპოზიტორი |
Greenstone-ის დეპოზიტორი მომხმარებელს საშუალებას აძლევს არსებულ კოლექციას დოკუმენტები დაამატოს ვებ-ინტერფეისის საშუალებით. ამ ნაწილში აღწერილია მეტამონაცემთა დეპოზიტორის სივრცე, სად უნდა მიუთითოთ, ახალი დოკუმენტების, რომლებიც დამატებულია დეპოზიტორის საშუალებით, ასაღწერად მეტამონაცემების რომელი ველი შეგვიძლია გამოიყენოთ. მეტამონაცემთა ნებისმიერი ნაკრები, რომელიც უკავშირდება მოცემულ კოლექციას, ხელმისაწვდომია. თუ „Greenstone Extracted Metadata Set“-ის, რომელიც უკავშირდება კოლექციას, გარდა არ არსებობს სხვა მეტამონაცემები, „Dublin Core Metadata Set“ უნდა გამოვიყენოთ ნაგულისხმევად. დეპოზიტორის შესახებ მეტის გასაგებად იხილეთ ინტერაქტიური სასწავლო სავარჯიშოები მისამართზე http://wiki.greenstone.org/wiki/gsdoc/tutorial/en/depositor.htm. ჩანართზე „Format“ დააწკაპუნეთ „Depositor Metadata“-ზე.
მეტამონაცემების დეპოზიტორის პანელი გვიჩვენებს მეტამონაცემების ხელმისაწვდომ ველების საკონტროლო ჩამონათვალს. თუ კოლექციას უკავშირდება რამდენიმე მეტამონაცემი, მაშინ მეზობელ მეტამონაცემთა ნაკრებები ასახულია სხვადასხვა ფერებით. მიიტანეთ თაგუნიას მაჩვენებელი მეტამონაცემის ელემენტზე: გაჩნდება მოკარნახე ჩარჩო აღწერით.
მონიშნეთ ის, რომელიც გჭირდებათ ახალი დოკუმენტების ასაღწერად, როდესაც გადაიტანთ შესანახად დეპოზიტორის საშუალებით. ყოველი მონიშნული ელემენტის გვერდით გაჩნდება ჩამოსაშლელი სია ორი ვარინტით. ეს საშუალებას გაძლევთ ვებ-ინტერფეისზე შესაყვანი ელემენტის სახეობის მითითების საშუალებას. „Text“ გიჩვენებთ, რომ გამოყენებული იქნება ერთსტრიქონიანი ველი, მაშინ როდესაც „textarea“ ნიშნავს, რომ შესაყვანად გამოყენებული იქნება მრავალსტრიქონიანი ველი. აირჩიეთ საჭირო ფანჯარა ყველა ველისთვის.
უნდა აირჩიოთ მეტამონაცემის ერთი ელემენტი მაინც. თუ ჩამონათვალში მხოლოდ ერთი ელემენტია, გამოჩნდება მოკარნახე ჩარჩო გაფრთხილებით: "At least one metadata element should be selected."