4.7: „ამოსაღები“ მეტამონაცემის ფაილი |
მეტამონაცემთა სახეობები მეტაბაზიდან, ისეთები, როგორიცაა MARC, OAI, CDS/ISIS, BibTex, Refer და ProCite, შეიძლება გადავიტანოთ გრინსტოუნში, მაგრამ მაშინვე არ დავათვალიეროთ ან გავარედაქტიროთ ბიბლიოთეკის ინტერფეისში. შეგიძლიათ „explode“ ფაილი ბიბლიოთეკარის ინტერფეისში, შემდეგ დაათვალიეროთ ან გაარედაქტიროთ მეტამონაცემები. ალტერნატიულად, განსაკუთრებით თუ თქვენ იყენებთ გარე დანართს, შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ფაილის შემქმნელ პროგრამას, შეიტანოთ ცვლილებები და ხელმეორედ გადააიმპორტიროთ.
„ამოსაღები“ მეტამონაცემთა დატაბაზის ფაილს ჰყოფს ცალკეულ ჩანაწერებად ხილულ და რედაქტირებად მეტამონაცემებით. ეს პროცესი შეუქცევადია: მეტამონაცემთა გამოსავალი ფაილი იშლება.
ამოღებადი ფაილები კოლექციის ხეში მწვანედ არიან შეფერილები. მის ასაფეთქებლად თაგუნის მარჯვენი ღილაკით დააწკაპუნეთ და აირჩიეთ "Explode metadata database". მოკარნახე ჩარჩო გვიჩვენებს ამ პროცესის პარამეტრებს. პარამეტრი „პლაგინი“ უჩვენებს პლაგინს რომელიც გამოიყენება ასაფეთქებლად. ხშირ შემთხვევაში გარკვეული ტიპის ფაილს ამუშავებს განსაზღვრული ტიპი, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც ფაილების განსხვავებულ ტიპებს გააჩნიათ ფაილის სახელის ერთნაირი გაფართოვება, შეიძლება იყოს ორი პლაგინი, რომლებიც ამ გაფართოების ფაილს ამუშავებს. ოფცია „input_encoding“ შეიძლება გამოვიყენოთ უმონაცემო ბაზების კოდირებისთვის. პარამეტრი „metadata_set“ გვიჩვენებს იმ მეტამონაცემთა ნაკრებს, რომელთაც უნდა დაემატოთ ახალი ველები, გაშლის შედეგად მიღებულს. თუ არაფერია მითითებული, შემოგთავაზებენ რა გავუკეთოთ თითოეულ ახლადშექმნილ მონაცემთა ბაზის ველს: დაუმატეთ ის ახალი ელემენტის სახით არსებულ მეტამონაცემთა ნაკრებში, გააერთიანეთ სხვა ელემეტთან და უგულებელყავით.
როდესაც ფაილი დაიშლება ყოველი ჩანაწერისთვის იქმნება ახალი ცარიელი დოკუმენტი, და ჩანაწერის მეტამონაცემები მიენიჭება. მათი დასათაურება ხდება ციფრების გამოყენებით მაგ., 000001.nul, 000002.nul და ა.შ. თუ „document_field“ დაყენებულია (ბაზის მონაცემთა სახელის ველისათვის), ამ ველის მნიშვნელობა, თუ ასეთი არსებობს, გამოიყენება ფაილის სახელისთვის. აფეთქების პროცესი აგრეთვე შეეცდება ჩატვირთოს ფაილი და გამოიყენოს ცარიელი ფაილის მაგივრად. პარამეტრები „document_prefix“ და „document_suffix“ შეიძლება გამოვიყენოთ მოქმედი URL-ს შესაქმნელად ან „document_field“მნიშვნელობიდან ფაილისაკენ ბილიკის შესაქმნელად. ოფცია „records_per_folder“ შეიძლება გამოვიყენოთ გაფანტული ჩანაწერების ქვესაქაღალდეებში დასაჯგუფებლა. თუ მონაცემთა ბაზა დიდია, ამ ოფციის გამოყენება აჩქარებს მეტამონაცემების გარედაქტირების პროცესს.
ამოღებადობა განისაზღვრება ფაილის გაფართოებით. ზოგ შემთხვევაში ფაილები მიზანმიმართულად შეიძლება იყოს მონიშნული როგორც ფეთქებადი, თუ მათ იგივე გაფართოება აქვთ როგორიც ასაფეთქებელ ფაილს. მაგალითად პლაგინი ProCite ამუშავებს ფაილებს, რომელთა გაფართოებაა .txt, მაგრამ .txt ფაილების უმეტესობა ჩვეულებრივი ტექსტური ფაილებია და არა ProCite ფაილები.