9.3: კოლექციის ახალ ფორმატში გადატანა |
გრინსტოუნს შეუძლია კოლექციაში შემავალი ფაილები ან/და მეტამონაცემები გადაიტანოს გარკვეული სტანდარტის ფორმატში, მათ შორის METS, DSpace და MARCXML.
კოლექციის გადასატანად, გახსენით მენიუ „File“ და აირჩიეთ „Export...“. ექსპორტისათვის ფორმატის შერჩევა შეგიძლიათ, ჩამოსაშლელ სიაში „Export to“ მითითებით. მიუთითეთ კატალოგში სახელი, რომელშიც გინდათ გადაიტანოთ ფაილები - <path to greenstone>/tmp/exported_xxx, სადაც xxx თქვენ მიერ მითითებული სახელია. აირჩიეთ სიიდან ერთი ხელმისაწვდომი კოლექცია, შემდეგ დააჭირეთ „Export Collection“.
არსებობენ სხვა პარამეტრებიც, რომლებიც სპეციფიურია სხვადასხვა ფორმატებისთვის. შეგიძლიათ მიუთითოთ XSLT, რომელთა გამოყენებაც შეიძლება რეზულტატირებად XML დოკუმენტის მიმართ (დოკუმენტების) გამოსასვლელი ფორმატის გასამართად. MARCXML-ში ექსპორტირება Greenstone-ის MARC ველებთან შესადარებლად გამოიყენება. ნაგულისხმევი ასახვის ფაილი ასახავს მხოლოდ Dublin Core მეტამონაცემებს. შეგიძლიათ თავად მიუთითოთ საკუთარი ფაილი შესადარებლად.