9.4: კოლექციის ექსპორტირება CD/DVD-ზე |
გრინსტოუნს შეუძლია ერთი ან მეტი კოლექციის ექსპორტი Windows-ის თვით-ინსტალირებად CD/DVD-ზე.
კოლექციის ექსპორტირებისათვის, გახსენით მენიუ „File“ და აირჩიეთ „Write CD/DVD Image“. გამოჩნდება Greenstone-ის კოლექციების ჩამონათვალი; აღწერილობის სანახავად დააკლიკეთ ნებისმიერზე. ექსპორტისათვის მონიშნეთ ნებისმიერი მათგანი. შეგიძლიათ შეიყვანოთ CD/DVD-ს სახელი ველში „CD/DVD name“: ეს აისახება მენიუში „Start“ CD/DVD დაინსტალირების შემდეგ. შეგიძლიათ აირჩიოთ, მიღებული CD-ROM ან DVD-ის გაშვება შეიძლება დრაივერიდან თუ ზოგიერთ ფაილი გადავიტანთ კომპიუტერში. შემდეგ დააკლიკეთ „Write CD/DVD image“. პროცესის დროს ხდება ბევრი ფაილის კოპირება და ამას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე წუთი.
დასრულების შემდეგ, Greenstone გამოაჩენს საქაღალდის სახელს, რომელშიც მოთავსდება ექსპორტირებული კოლექცია. გამოიყენეთ a CD/DVD ჩამწერი საქაღალდეში არსებული ფაილების სუფთა CD / DVD-ზე გადასაწერად.