9.2: ფაილური ასოციაციები |
ბიბლიოთეკარის ინტერფეისი იყენებს კონკრეტულ პროგრამულ აპლიკაციებს კონკრეტული ტიპის ფაილების გასახსნელად. ფაილების ასოციაციების შესაცვლელად გახსენით მენიუ „ფაილი“ და დააკლიკეთ „ფაილური ასოციაციები...“-ზე.
ასოციაციების დასამტებლად, აირჩიეთ სამიზნე ფაილური გაფართოება ჩამოსაშლელი სიიდან, ან შეიყვანეთ ახალი გაფართოება (არ შეიტანოთ „.“). შემდეგ ან შეიყვანეთ ბრძანება, რომელიც გაუშვებს საჭირო ველში საჭირო აპლიკაციას, ან ამოირჩევს აპლიკაციას დიალოგიდან „დათვალიერება“. „%1“ შეიძლება გამოვიყენოთ გასაშვები ფაილის გახსნისას გაშვების ბრძანებაში. როგორც კი ველები შეივსება, გააქტიურდება „დამატება“ და შეიძლება დავაჭიროთ ასოციაციის დასამატებლად.
ასოციაციების გასარედაქტირებლად, აირჩიეთ არსებული ფაილური გაფართოებები. ამასთან დაკავშირებული ნებისმიერი ბრძანება აისახება ველში „გაშვების ბრძანება“. გაარედაქტირეთ და შემდეგ დააკლიკეთ „ჩანაცვლება“.
ასოციაციის წასაშლელად, შეარჩიეთ არსებული ფაილი და დააკლიკეთ „Remove“.
ფაილური ასოციაციები ინახება ბიბლიოთეკარის ინტერფეისის მთავარ საქაღალდეში „associations.xml“.