8.4: ფორმატირების მახასიათებლები |
ვებ-გვერდები რომელსაც ხედავთ Greenstone-ის ხმარებისას არ ინახება, ის ჩნდება წამიერად საჭიროების შემთხვევაში. ფორმატირების ბრძანებები იცვლება გენერირებული გვერდების გამოსახულების შესაცვლელად. ისინი განსაზღვრავენ თუ რომელი ღილაკები გამოჩნდეს დოკუმენტის ასახვისას და რომელი ბმულები აისახოს DateList კლასიფიკატორში. ფორმატირების ბრძანებები დასამუშავებლად არ არის ადვილი, თქვენ უნდა წაიკითხოთ Greenstone Developer's Guide-ის თავი 2. ეს თავი განიხილავს ფორმატის პარამეტრებს, და Librarian Interface ხელმისაწვდომს როგორ ხდის მათ. ჩანართში „Format“ დააკლიკეთ „Format Features“-ზე.
თქვენ შეგიძლიათ ფორმატირების ბრძანება გამოიყენოთ ყველა პოზიციისთვის რომელიც არსებობს „აირჩიეთ ფუნქცია“ ჩამოსაშლელ სიაში, რომელიც მოიცავს ყველა კლასიფიკატორს და ელემენტების წინასწარ განსაზღვრულ სიას. ფუნქციის შერჩევისათვის არსებობს მართვის ორი ტიპი. ზოგიერთი ფუნქცია ჩართულია ან გამორთული, რაც რეგულირდება ალამით. ზოგი ითხოვს ფორმატირების სტრიქონის მითითებას. ამისათვის არის ჩამოსაშლელი სია („Affected Component“ „დაზიანებული ცვლადები“) იმის ასარჩევად, თუ სტრიქონი რომელი ობიექტის რომელი ნაწილისთვის გამოიყენება (საჭიროების შემთხვევაში), ტექსტური სფერო („HTML Format String“) სტრიქონის შესატანად და წინასწარგანსაზღვრული „ცვლადების“ შესარჩევად. ცვლადის ფორმატირების სტრიქონში ჩასასმელად კურსორი მიიყვანეთ შეტანის ადგილზე, შემდეგ თეგიდან აირჩიეთ საჭირო ცვლადი "Insert Variable..." combobox.
თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ ნაგულისხმევი ფორმატი კონკრეტული კომპონენტისთვის „ყველა ფუნქცია“-ში საჭირო ფუნქციის შერჩევით. ეს ფორმატი შემდგომ ვრცელდება ყველა შესაძლო ფუნქციაზე, თუ განსაზღვრული არ არის კონკრეტულად.
ახალი ფორმატის ბრძანების დასამატებლად აირჩიეთ ფუნქცია და კომპონენტი. ამ ბრძანების ნაგულისხმევი მნიშვნელობა აისახება რუხი ფერით. დააჭირეთ "Add Format" კოლექციაზე მისანიჭებლად. შესაძლებელი გახდება „HTML Format String“ რედაქტირება, და სურვილისამებრ შეგეძლებათ მისი შეცვლა. ყოველი ობიექტი/კომპონენტისათვის შეიძლება მინიჭებული იყოს ფორმატირების მხოლოდ ერთი ბრძანება.
ფორმატირების ბრძანების წასაშლელად, შეარჩიეთ ის სიიდან და დააკლიკეთ „წაშალეთ ფორმატი“-ზე.
ცვლადებისა და ფუნქციის კომპონენტების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, წაიკითხეთ Greenstone Developer's Guide-ის თავი 2.