5.7: ადრე მინიჭებული მეტამონაცემების იმპორტი |
ამ ნაწილში აღწერილია თუ როგორ შემოვიტანოთ წინასწარ განსაზღვრული მეტამონაცემები: მეტამონაცემები, რომელიც მიენიჭა დოკუმენტს ვიდრე დაემატებოდა კოლექციას.
თუ დოკუმენტს აქვს მინიჭებული მეტამონაცემები იეთი ფორმით, რომელსაც აღიარებს ბიბლიოთეკის ინტერფეისი (ანუ metadata.xml ფაილი იმავე საქაღალდეში, რომელშიც დოკუმენტებია) - მაგალითად, როდესაც თქვენ ირჩევთ გრინსტოუნის კოლექციიდან რომელიმე დოკუმენტს, ახალი დოკუმენტის დამატებისას (ახალ) კოლექციაში ის ავტომატურად იმპორტირდება. Greenstone ამოიცნობს metadata.xml (რომლის კოლექციაზე დამატება საჭირო არ არის) და შეეცდება ავტომატურად დააიმპორტიროს მეტამონაცემები.
მეტამონაცემთა იმპორტისათვის, ისინი უნდა შედარდეს მეტამონაცემთა ნაკრებთან, რომელიც დაშვებულია კოლექციაში. ბიბლიოთეკარის ინტერფეისი ითხოვს საჭირო ინფორმაციას. მინიშნებაში მოცემულია მოკლე ინსტრუქცია, ხოლო შემდეგ აჩვენებს იმპორტირებული მეტამონაცემების ელემენტებს, ისე როგორც ასახულია საწყის ფაილში. ამ ველის გარედაქტირება ან შეცვლა არ შეიძლება. შემდეგ ირჩევთ თუ მონაცემთა რომელ ნაკრებს უნდა მიებას ახალი ელემენტი, შემდეგ კი ამ ნაკრებში მეტამონაცემთა შესაბამისი ელემენტი. სისტემა ავტომატურად ირჩევს ნაკრებსა და ელემენტებს ახალი მონაცემებისათვის რომელიც შესაბამისობის მხრივ უფრო ახლოა.
შედარების შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ „Add“, რათა მეტამონაცემთა არჩეულ ნაკრებს დაუმატოთ მეტამონაცემთა ახალი ელემენტი. (ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შერჩეულ ნაკრებში არ არის ელემენტი იგივე სახელით.) „Merge“ ახალ ელემენტს ადარებს არჩეულ მომხმარებელს. და ბოლოს „Ignore“-ს არ გადააქვს მეტამონაცემი, რომელიც შეიცავს სახელის ამ ელემენტს. როდესაც მიუთითებთ როგორ უნდა მოხდეს მეტამონაცემთა განსაზღვრული ფრაგმენტი, ინფორმაცია შედარების შესახებ ინახება კოლექციის არსებობის განმავლობაში.
metadata.xml ფაილების, რომელთაც გრინსტოუნი იყენებს მონაცემთა შესანახად, შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, იხ. „Greenstone Developer's Guide“-ის თავი 2 - მიიღეთ უფრო მეტი თქვენი დოკუმენტებიდან.