6.4: დანაყოფების ინდექსები |
ინდექსები შენდება ტექსტის ან მეტამონაცემების კონკრეტულ წყაროზე. შესაძლოა ძიების ველი დამატებითად იმართოს ინდექსების დაყოფით ენის ან წინასწარ განსაზღვრული ფილტრის მიხედვით. ეს სექცია აღწერს როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება. ჩანართში „დიზაინი“, დააკლიკეთ „დანაყოფების ინდექსები“.
„დანაყოფების ინდექსებ“-ის დათვალიერებას აქვს სამი ჩანართი; „განსაზღვრე ფილტრები“, „მიანიჭე დანაყოფები“ და „მიანიჭე ენები“. დანაყოფების შესახებ უფრო მეტის გასაგებად, „Greenstone Developer's Guide“-ის მეორე თავში წაიკითხეთ ჩანართ კოლექციების და ქვეინდექსების შესახებ.
ყურადღება მიაქციეთ, რომ MG კოლექციისათვის გენერირებული დანაყოფები წარმოადგენს ყველა ინდექსის, კოლექციაში ჩართული ფილტრების და არჩეული ენების კომბინაციას. ჩართული კოლექციის ორფილტრიანი ორი ინდექსი ორ ენაზე იძლევა ინდექსის ორ დანაყოფს. MGPP-სათვის, ყველა ინდექსი იქმნება ერთ ფიზიკურ ინდექსში, ამიტომ იქნება მხოლოდ ოთხი ინდექსი. Lucene-სათვის ფიზიკური ინდექსების რიცხვი განისაზღვრება მინიჭებული კოლექციების დონეებით, ერთ დონეზე ერთი ინდექსი.ამრიგად ზემოთ აღწერილ სიტუაციაში, ერთ დონეს მივყავართ ოთხ ფიზიკურ ინდექსამდე, ხოლო ორ დონეს - რვამდე.