6.2: დოკუმენტის პლაგინები

ეს სექცია აღწერს თუ როგორ უნდა დააკონფიგურიროთ დოკუმენტის პლაგინები, რომელსაც იყენებს კოლექცია. ის გიხსნით, თუ როგორ უნდა მიუთითოთ რომელი პლაგინები უნდა გამოიყენოთ, რა პარამეტრები მიანიჭოთ და რა თანმიმდევრობით გვხვდებიან ისინი. ჩანართში „Design“, დააკლიკეთ „Document Plugins“-ს.

პლაგინის დასამატებლად, შეარჩიეთ „შეარჩიეთ დასამატებელი პლაგინი“ ჩამოსაშლელი სიის ქვედა ნაწილში და შემდეგ დააწკაპუნეთ „დაამატეთ პლაგინ“-ზე. გამოჩნდება ფანჯარა „Assigned Plugins“; ეს აღწერილია ქვემოთ. ერთხელ დაკონფიგურირებული ახალი პლაგინი ემატება „მინიჭებული პლაგინები“-ს სიას ბოლოში. საერთო ჯამში, ერთი და იგივე პლაგინის დამატება შეგიძლიათ ერთზე მეტჯერ; ამ შემთხვევაში რამდენიმე ეგზემპლარის დაკონფიგურირება შეიძლება სხვადასხვანაირად რათა მივიღოთ სასურველი შედეგი (მაგალითად process_exp argument-ის დაინსტალირებით, http://wiki.greenstone.org/wiki/gsdoc/tutorial/en/enhanced_pdf.htm ).

პლაგინის მოკლე აღწერის სანახავად შეარჩიეთ „Select plugin to add“ ჩამოსაშლელ სიაში შეარჩიეთ საჭირო, შემდეგ მიიტანეთ კურსორი თაგუნიას მეშვეობით. გამოჩნდება მოკარნახე ჩარჩო აღწერით.

პლაგინის წასაშლელად აირჩიეთ სიაში საჭირო და შემდეგ დააკლიკეთ „წაშალეთ პლაგინ“-ზე

პლაგინების დაკონფიგურირება შესაძლებელია არგუმენტების მიხედვით. მათ შესაცვლელად შეარჩიეთ პლაგინი სიიდან და დააკლიკეთ „დააკონფიგურირეთ პლაგინი“ (ან ომრაგი დაკლიკება პლაგინზე). გამოჩნდება „არგუმენტების კონფიგურირება“ დიალოგის ფანჯარა რომეიც შეიცავს არგუმენტების შემცველ სხვადასხვა ელემენტს.

კონტროლის სხვადასხვა სახე არსებობს. ერთ-ერთია ალმები და მასზე დაკლიკებით პლაგინს დაემატება შესაბამისი ოფცია. მეორეა ტექსტური ხაზები, ალმებით და ტექსტური ველით. დააყენეთ ალამი, არგუმენტის ჩასართველად, შემდეგ შეიყვანეთ შესაბამისი ტექსტი (რეგულარულად გამოხატვა, ფაილური ბილიკი და ა.შ.) ველში. სხვა დანარჩენი ეს არის ჩამოსაშლელი სია საიდანაც თქვენ შეარჩევთ საჭირო მონაცემებს. იმისათვის რომ გაიგოთ რას იძლევა არგუმენტი, მიიტანეთ კურსორი წამიერად მის სახელთან, გამოჩნდება აღწერა.

კონფიგურაციის შეცვლის შემდეგ დააკლიკეთ „OK“-ზე ცვლილებების დასაფიქსირებლად და ფანჯრის დასახურად, ან „Cancel“-ს, რათა დაიხუროს ფანჯარა პლაგინის არგუმენტების ცვლილების გარეშე

სიაში არსებული პლაგინები სრულდება თანმიმდევრობით და ზოგჯერ ამ თანმიმდევრობას მნიშვნელობა აქვს. შეარჩიეთ სიაში პლაგინი და გამოიყენეთ "Move Up" and "Move Down" ღილაკები, რათა შეცვალოთ მისი ადგილი სიაში.