9.1: პარამეტრები |
ეს ნაწილი განმარტავს პარამეტრების დიალოგის ფანჯარას, რომელიც ხელმისაწვდომია „ფაილი“ -> „პარამეტრები“-ის გახსნით.
პარამეტრების ფანჯარა იხსნება ჩანართში „ზოგადი“. პირველი ვარიანტი ეს არის ტექსტური ველი თქვენი ელექტრონული ფოსტის შესატანად. ამას გამოიყენებს „დამმუშავებელი“ და „თანმხლები“ კოლექციების მეტამონაცემთა ელემენტები ახალი კოლექციებისათვის. შემდეგი ოფციაა ენების ჩამოსაშლელი სია, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ბიბლიოთეკარის ინტერფეისი. თუ ენას შეცვლით სიიდან ერთი ენის არჩევით, „ბიბლიოთეკარის ინტერფეისი“ ავტომატურად გადაიტვირთება ახალი ენის ჩასატვირთად. აგრეთვე შემოთავაზებულია ტექსტური ველი: უნიკოდის განსათავსებლად კარგი ველია „Arial Unicode MS, BOLD, 14“.
„ამორჩეული მეტამონაცემების დათვალიერება“ მონიშნულია. მართვის სხვადასხვა ელემენტები, რომლებიც უკავშირდება მეტამონაცემებს, ყოველთვის ასახავს დოკუმენტიდან ამოღებულ ყველა მეტამონაცემს. შერჩევის უარყოფა მალავს ამ მეტამონაცემებს (თუმცა ისინი კვლავ ხელმისაწვდომია კოლექციის დამუშავების დროს და გრინსტოუნის საბოლოო კოლექციაში). თუ „აჩვენე ფაილის ზომა“ მონიშნული ფაილის ზომა გამოჩნდება ყველა ფაილთან, სამუშაო და კოლექციის ფაილების სამუშაო ზონაში, „შეკრება“ და „გამდიდრება“-ის ნახვისას.
ჩანართი „რეჟიმი“ გამოიყენება ინტერფეისში დეტალების დონის გასაკონტროლებლად. ყველაზე დაბალი პარამეტრების შემთხვევაში, „ბიბლიოთეკის დამხმარე“-ს ფუნქცია - დიზაინისა და ფორმატირების ნახვა, გამორთული აქვს. მომხმარებელს შეუძლია დაამატოს/წაშალოს მეტამონაცემი და ხელახლა ააშენოს კოლექცია. „სრული დამუშავება“ მარტივი ფორმითაა. რეჟიმი „ბიბლიოთეკარი“ „სრული დამუშავების“ პანელის სიმარტივით დიზაინისა და ფორმატის ფუნქციებს ხელმისაწვდომს ხდის. რეჟიმი „ექსპერტი“ მოიცავს „სრული დამუშავების“ პანელს და საშუალებას იძლევა სრული კოლექცია გამოიტანოს კოლექციის სამუშაო ველიდან, ჟურნალში ჩასაწერად. რეჟიმების შესაცვლელად ან გადახედვისთვის დააჭირეთ ღილაკს იმ რეჟიმზე რომელიც გაინტერესებთ. „ბიბლიოთეკარის ინტერფეის“-ის სათაურის სტრიქონის ნახვით თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რომელ რეჟიმში მუშაობთ.
„კავშირი“ ჩანართი საშუალებას გვაძლევს შევცვალოთ ბილიკი ლოკალურად მომუშავე „გრინსტოუნის ბიბლიოთეკის“ სერვერისკენ, რომელიც გამოყენებულია კოლექციის წინასწარი დათვალიერებისათვის. აგრეთვე საშუალებას იძლევა ინტერნეტთან დასაკავშირებელი პროქსის დასაინსტალირებლად. (მაგ., ფაილების ჩატვირთვისას დაწვრილებით იხილეთ ინტერნეტიდან ფაილების გადმოწერა სექციაში). პროქსი-კავშირის ჩასართველად მონიშნეთ ყუთი და მიუთითეთ პროქსი-ჰოსტის მისამართის შესახებ ინფორმაცია და პორტის ნომერი. პროქსი-კავშირი დაინსტალირებულია დიალოგ-პარამეტრების დახურვისას.
მთელი პროცესის განმავლობაში ბიბლიოთეკარის ინტერფეისში ჩნდება გამაფრთხილებელი ინფორმაცია, რომელიც გამცნობთ გაუთვალისწინებელი მოვლენების შესახებ. შეტყობინებების გამორთვა შეგიძლიათ „ეს გაფრთხილება აღარ აჩვენოთ“ მონიშვნით. გამაფრთხილებელი შეტყობინებების ხელახლა ჩართვა შესაძლებელია „გაფრთხილებები“ ჩანართის ჩართვით. მონიშნეთ ის გამაფრთხილებელი შეტყობინება, რომლის ნახვაც თქვენთვის სასურველია.