4.5: ფაილების სახელის გადარქმევა და გადაადგილება. |
ფაილების სახელის გადარქმევა შესაძლებელია შემდეგნაირად: მაუსის მარჯვენა ღილაკით დაწკაპუნებით და სიიდან "Rename" შერჩევით. შეიყვანეთ ახალი სახელი ბრძანების ველში და დააჭირეთ „ოკ“.
კოლექციაში ფაილების გადაადგილება შესაძლებელია თაგუნიას მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებით და "Replace..." არჩევით. ფაილების ბრაუზერი გაიხსნება: გადადით ახალ დოკუმენტზე და დააჭირეთ „გახსენი“-ზე. კოლექციაში ახალი დოკუმენტი ჩაანაცვლებს ძველს, და ნებისმიერი მეტამონაცემი გადავა მასზე. ეს პროცედურა სასარგებლოა ფიქტიური ფაილების რეალურით შეცვლის დროს.
ზოგიერთი სახის ფაილების დაკონვერტება ხდება HTML მესამე მხარის იმპორტის განმავლობაში, მაგალითად Word, Excel, PDF და ა.შ. იმპორტის დროს შექმნილი HTML შეიძლება არ იყოს კარგად დაფორმატებული. ამ დოკუმენტებში არის კიდევ ერთი ოფცია მაუსის მარჯვენა ღილაკით დაკლიკება: "Replace with HTML version". ამ პარამეტრის არჩევა შეცვლის ორიგინალ ფაილს HTML ვერსიას, რომელიც შემდეგ გასწორდება.