5.6: მინიჭებული მეტამონაცემების დათვალიერება |
ხანდახან გჭირდებათ იმ მეტამონაცემების ნახვა, რომლებიც მინიჭებული აქვს რამდენიმე ფაილს ერთად, მაგალითად იმის განსასაზღვრავად დასამუშავებელი რამდენი ფაილი დარჩა ან თარიღების განაწილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
შეარჩიეთ შესამოწმებელი ფაილები კოლექციის ხეში, შემდეგ თაგუნიას მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებით და „მინიჭებული მეტამონაცემები...“-ის არჩევით. გამოჩნდება ფანჯარა „ყველა მეტამონაცემი“, რომელშიც დომინირებს მრავალსვეტებიანი დიდი ცხრილი. პირველი სვეტი გვიჩვენებს ფაილების სახელებს; სტრიქონები გვიჩვენებს ამ ფაილებზე მინიჭებული მეტამონაცემების მნიშვნელობას.
ცხრილის შექმნას დასჭირდება გარკვეული დრო, თუ ბევრი ფაილია შერჩეული. თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ ბიბლიოთეკარის ინტერფეისის გამოყენება ვიდრე გახსნილია ფანჯარა „ყველა მეტამონაცემი“.
როდესაც ის ძალიან გაიზრდება, შეგიძლიათ გაფილტროთ ცხრილი „ყველა მეტამონაცემები“ სვეტების ფილტრის გამოყენებით. ახალი ფილტრების დამატებისას გამოჩნდება მხოლოდ ის რიგები, რომლებიც მათ შეესაბამება. ფილტრის დასაყენებლად, შესაცვლელად ან გასაწმენდად, დააწკაპუნეთ ნიშნულზე „ხვრელიl“ სვეტის თავში. მოითხოვეთ ინფორმაცია ფილტრის შესახებ. როგორც კი ფილტრი დაყენდება, სვეტი იცვლის ფერს.
ფილტრის მოთხოვნაში არის ჩანართები „მარტივი“ და „გაფართოებული“ სვეტები. მარტივი ვერსია სვეტებს ფილტრავს ისე, რომ ისინი უჩვენებნ მხოლოდ რიგებს, რომლებიც შეიცავენ მეტამონაცემთა გარკვეულ ინფორმაციას („*“ შეესაბამება ყველა მონაცემს). მეტამონაცემთა მნიშვნელობები თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ქვემოთ მოცემული სიიდან. გაუმჯობესებული ვერსია იძლევა სხვადასხვა ოპერაციების ჩატარების საშუალებას: უნდა დაიწყოს, არ შეიცავს, ანბანის მიხედვით შემცირება და ტოლია. შესაბამისი მნიშვნელობის გარედაქტირდება და იქნება ნებისმიერი რიგი („*“ ჩათვლით), ამრიგად თქვენ შეგეძლებათ აირჩიოთ იყოს თუ არა დამთხვევა მგრძნობიარე რეგისტრის მიმართ. და ბოლოს თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ შესაბამისობის მეორე პირობა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მნიშვნელობათა დიაპაზონის მაჩვენებელი (AND-ის არჩევით) ან ალტერნატიული მნიშვნელობები (OR-ის არჩევით). ამ ველი ქვევით არის ყუთი რომელიც იძლევა დახარისხების თანმიმდევრობის შეცვლის საშუალებას (ზრდის მიხედვით ან კლების). როდესაც დაამთავრებთ, დააჭირეთ „ფილტრის დაყენება“-ს, სვეტისათვის ახალი ფილტრის გამოსაყენებლად. დააჭირეთ „ფილტრის წაშლა“-ს მიმდინარე ფილტრის წასაშლელად. გაითვალისწინეთ, რომ ფილტრის დეტალები ფილტრის გაწმენდის შემდეგაც ინახება.
მაგალითად, „ყველა მეტამონაცემი“ ცხრილის დასახარისხებლად, აირჩიეთ სვეტი, აირჩიეთ ნაგულისხმევი ფილტრის პარამეტრი (მარტივი ფილტრი „*“-ზე) და შემდგომ აირჩიეთ აღმავალი ან დაღმავალი თანმიმდევრობა.