6.3: ძიების ინდექსები. |
ინდექსები გვიჩვენებენ კოლექციის რომელი ნაწილებია ხელმისაწვდომი. ეს ნაწილი გვიხსნის როგორ დავუმატოთ და წავშალოთ ინდექსები, დავაინსტალიროთ ნაგულისხმევი ინდექსი. "Design" სვეტის ქვეშ დააწკაპუნეთ "Search Indexes"-ზე.
პანელზე ზევით, "Search Indexes"-ის მარჯვნივ განთავსებულია ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ რომელ ინდექსატორს იყენებს კოლექცია მიმდინარე პერიოდში. ამის შეცვლა შესაძლებელია "Change..."-ზე დაჭერით. გამოჩნდება მოკარნახე ჩარჩო პარამეტრების ჩამონათვალით: MG, MGPP, და Lucene. ამ პარამეტრის შეცვლა გავლენას ახდენს ინდექსების თანმიმდევრობაზე და შეიძლება იმოქმედოს საძიებო სისტემის ფუნქციონირებაზე.
"Assigned Indexes" სია გვაჩვენებს თუ რომელი ინდექსები აქვს მინიჭებული კოლექციას ამჟამად.
ინდექსის დასამატებლად დააწკაპუნეთ "New Index"-ზე. გამოჩნდება მოკარნახე ჩარჩო წყაროების ჩამონათვალით, რომელიც შეიცავს ტექსტს და მეტამონაცემებს. აირჩიეთ თუ რომელ წყაროს გინდათ მიანიჭოთ ინდექსი. ღილაკები и "Select None" შესაბამისად შეამოწმებენ ან მოშლიან სიაში ყველა პუნქტს. ახალი ინდექსის განსაზღვრის შემდეგ დააწკაპუნეთ "Add Index"-ზე კოლექციაში დასამატებლად. "Add Index" გააქტიურდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პარამეტრებში ახალი ინდექსი, რომელიც ჯერ არ აქვს კოლექციას მინიჭებული, იქნება აღწერილი.
MG ინდექსებისათვის საჭიროა აირჩიოთ ინდექსის გრანულარობა, მენიუს "Indexing level:" გამოყენებით.
MGPP და Lucene ინდექსებისათვის, ინდექსის გრანულარობა განისაზღვრება გლობალურად და არა ინდექსის მიხედვით. შესაძლო დონეები აისახება პანელის მთავარ თეგში "Search Indexes" და კოლექციაში დაემატება მონიშვნით.
MGPP და Lucene-ისათვის ხელმისაწვდომია სპეციალური ინდექსები: ინდექსი „ყველა ველი“, რომელიც უბრალოდ უზრუნველყოფს კომბინირებულ ძიებას ყველა მითითებულ ინდექსზე ცალკე ინდექსის, რომელიც შეიცავს ყველა წყაროს, მითითების გარეშე. ამ ინდექსის დასამატებლად შეამოწმეთ "Add combined searching over all assigned indexes (allfields)" მონიშნეთ და დააწკაპუნეთ "Add Index".
MGPP და Lucene-ისათვის ღილაკი "Add All" მოცემულია აგრეთვე როგორც მალსახმობი ყველა მეტამონაცემებისა და ტექსტური წყაროების, ცალკეული ინდექსების სახით, დასამატებლად.
ინდექსის გასარედაქტირებლად, შეარჩიეთ საჭირო და დააწკაპუნეთ "Edit Index"-ზე. მსგავსი დიალოგის ფანჯარა ერთია ნაჩვენები.
ინდექსის წასაშლელად, აირჩიეთ მინიჭებული ინდექსების სიაში და დააჭირეთ "Remove Index"-ზე.
„Assigned Indexes“-ში ინდექსების განლაგების თანმიმდევრობა, შეესაბამება ძიების გვერდზე, ჩამოსაშლელ სიაში მითითებულ თანმიმდევრობას. ამ თანმიმდევრობის შესაცვლელად გამოიყენეთ ღილაკი the "Move Up" and "Move Down".
ინდექსს რომელიც ძიების გვერდზე არჩეულია როგორც ნაგულისხმევი, ეწოდება „ნაგულისხმევი ინდექსი“. მისი დაინსტალირება შესაძლებელია შემდეგნაირად: სიიდან აირჩიეთ ინდექსი და დააჭირეთ „შეარჩიეთ ნაგულისხმევი“-ზე. ნაგულისხმევი ინდექსი „მიანიჭეთ ინდექსები“ სიაში, მონიშნულია როგორც „[ნაგულისხმევი ინდექსები]“. თუ ნაგულისხმევი ინდექსი არ არის დაინსტალირებული, სიაში ერთ-ერთი პირველი გამოყენებული იქნება როგორც ნაგულისხმევი.
საძიებო გვერდზე ინდექსების ჩამოსაშლელი სიისთვის გამოყენებული სახელები შეიძლება დაყენდეს "Search" პანელის "Format" ნახვა (იხ.ძიება).