5.2: მეტამონაცემთა ნაკრების შერჩევა |
წინასწარგანსაზღვრული ელემენტების მეტამონაცემების ნაკრები ცნობილია როგორც „მეტმონაცემთა ნაკრები“. ამის მაგალითია Dublin Core მეტამონაცემთა ნაკრები. როდესაც კოლექციას უმატებთ მეტამონაცემთა ნაკრებს, მისი ელემენტების შერჩევა შესაძლებელი ხდება. შესაძლებელია გქონდეთ ერთზე მეტი ნაკრები; სახელთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, მოკლე იდენტიფიკატორს, რომელიც მეტამონაცემთა ნაკრების იდენტიფიცირებას ახდენს, წინასწარ ემატება ელემენტის სახელი. მაგალითად, Dublin Core Creator-ი გადაიქცევა „dc.Creator“-ად. მეტამონაცემთა ნაკრებები ინახება „ბიბლიოთეკარის ინტერფეისი“-ის საქაღალდეში და აქვთ სუფიქსი „.mds“ .
ახალი კოლექციის შექმნისას მეტამონაცემთა ნაკრების Dublin Core metadata დამატება ნაგულისხმევია. შეგიძლიათ კოლექციაში გამოყენებული მეტამონაცემთა ნაკრები იცვლება the "Manage Metadata Sets..."-ზე დაწკაპუნებით, კოლექციის ხის ქვეშ Enrich-ის ველში. ის ხსნის ახალ ფანჯარას კოლექციის მეტამონაცემთა ნაკრების სამართავად.
"Assigned Metadata Sets" ჩამონათვალი გვიჩვენებს, ამ მომენტში კოლექცია რომელ ნაკრებს იყენებს.
იმისათვის, რომ ჩატვირთული კოლექციიდან გამოიყენოთ მეტამონაცემთა სხვა ნაკრები, დააწკაპუნეთ „დამატება...“-ზე. მოკარნახე ჩარჩო გვიჩვენებს ნაგულისხმევ მეტამონაცემთა ნაკრებს, რომლის შესახებაც იცის GLI-მ. ერთ-ერთის დასამატებლად აირჩიეთ ჩამონათვალიდან და დააწკაპუნეთ „Add“. თუ თქვენ უკვე განსაზღვრეთ საკუთარ მეტამონაცემთა ნაკრები, შეგიძლიათ გამოიყენოთ ღილაკი „დათვალიერება“ თქვენს ფაილთა სისტემაში ფაილის მოსაძებნად.
ახალი მეტამონაცემების ნაკრების შესაქმნელად, დააჭირეთ „ახალი...“. ეს გაუშვებს გრინსტოუნის რედაქტორის მეტამონაცემთა ნაკრებს, GEMS-სათვის. საწყისი მოკარნახე ჩარჩო, გთხოვთ ნაკრების სახელს, სახელთა სივრცეს და აღწერილობას. აგრეთვე შეგიძლიათ უკვე არსებულის საფუძველზე აირჩიოთ ახალი ნაკრები, ამ შემთხვევაში მემკვიდრეობით მიიღებს მითითებული ნაკრებიდან ყველა ელემენტს. დააჭირეთ ოკ-ს. მთავარ ფანჯარაში გამოჩნდება მეტამონაცემთა ელემენტები, მოცემული მარცხნივ, ხოლო ნაკრების ზოგიერთი ატრიბუტი - მარცხნივ. თუ თქვენ ნაკრები შექმენით უკვე არსებულის საფუძველზე, ერთი ან რამდენიმე ელემენტი აისახება. ერთ-ერთზე დაჭერა ასახავს ელემენტების ატრიბუტებს მარჯვენა ნაწილში.
ახალი ელემენტის დასამატებლად, დააწკაპუნეთ თაგუნიას მარჯვენა ღილაკით ნაკრების სახელზე და შეარჩიეთ „დაამატე ელემენტი“. ახალი ქვე-ელემენტის დასამატებლად მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებით აირჩიეთ „დაამატე ქვე-ელემენტი“. ელემენტები და ქვე-ელემენტების წაშლა შესაძლებელია „წაშალე (ქვე)ელემეტი“-ზე მარჯვენა ღილაკით დაწკაპუნებით.
შენიშვნა: მეტამონაცემთა ნაკრების „გრინსტოუნის რედაქტორი“ შეიძლება გავუშვათ GLI-ისგან დამოუკიდებლად, მისი გრინსტოუნის საქაღალდეში Star-მენიუში შერჩევით, ან თქვენი გრინსტოუნის ინსტალაციის gli საქაღალდეში gems.sh or gems.bat-ის გაშვებით.
ზოგჯერ ორ მეტამონაცემთა ნაკრებს შეიძლება ჰქონდეს ერთნაირი სახელთა სივრცე, Dublin Core და Qualified Dublin Core ორივე იყენებს სივრცეს „dc“. მსგავსი ნაკრების კოლექციაში ერთდროულად გამოყენება არ შეიძლება. თუ შეეცდებით კოლექციაში უკვე არსებული სახელთა სივრცის მქონე ნაკრების დამატებას, გამოჩნდება გაფრთხილება. თუ მაინც გააგრძელებთ ქმედებას, უკვე არსებული წაიშლება, ხოლო ახალი დაემატება. ნებისმიერი მინიჭებული მეტამონაცემთა მნიშვნელობები გადავა ახალ ნაკრებში იმ პირობით, რომ ეს ელემენტები ისევ არსებობენ.
GEMS-ით შეგიძლიათ გაარედაქტიროთ მეტამონაცემთა ნაკრები, აგრეთვე ააშენოთ ახალი. ღილაკზე „რედაქტირება“-ზე დაჭერით ხდება მითითებული ღია მეტამონაცემებიანი GEMS-ის გაშვება. როგორც კი დასრულდება ნაკრების რედაქტირება (როგორც ეს აღწერილია ზევით), შეინახეთ (File->Save) და დახურეთ GEMS-ი.
თუ კოლექციას აღარ სჭირდება მეტამონაცემთა ნაკრები, მონიშნეთ და დააჭირეთ „წაშლა“-ს. თუ მის ელემენტებზე უკვე მინიჭებული გაქვთ რაიმე მეტამონაცემები, შეგეკითხებიან, როგორ მოვექცეთ ამ მეტამონაცემებს კოლექციის მომავალში გახსნისას.