7.1: შექმნის ნახვა |
„შექმენი“-ს ნახვის ფუნქცია გამოიყენება გრინსტოუნის კოლექციის შენების სკრიპტის გაშვებით კოლექციის შესაქმნელად თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. გახსენით „შექმენი“-ს ნახვა, „შექმენი“-ზე დაკლიკებით.
„ააშენე კოლექცია“-ზე დაკლიკებით იწყება კოლექციის აშენების პროცესი. დრო, რომელიც ჭირდება ამ პროცესს, დამოკიდებულია კოლექციის სიდიდეზე და ასაშენებელი ინდექსების რიცხვზე (დიდ კოლექციას ასაშენებლად შეიძლება დასჭირდეს საათები). შესრულებული სამუშაოს ველი გვიჩვენებს რა პროცესებია შესრულებული. ნებისმიერ დროს პროცესის შესაჩერებლად დააკლიკეთ „გააუქმე შენება“-ზე. პანელის ქვედა ნაწილი გვიჩვენებს შენების ზოგიერთ შედეგს. ზედა ნაწილი გვიჩვენებს პროცესის მართვისათვის საჭირო პარამეტრებს.
შენების პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ, „კოლექციის წინასწარი დათვალიერება“-ზე დაკლიკებით გაუშვებთ ბრაუზერს, რომელიც გიჩვენებთ კოლექციის საწყის გვერდს.