6.1: დიზაინის ნახვა |
ეს სექცია გაცნობთ თუ როგორ ხდება დიზაინის დათვალიერება და გიხსნით როგორ გადაადგილდეთ პანელზე დათვალიერების სხვადასხვა ვარიანტებს შორის.
ბიბლიოთეკარის ინტერფეისის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ დააკონფიგურიროთ თუ როგორ დამუშავდეს დოკუმენტები და მომხმარებელს როგორი წვდომა აქვს კოლექციაზე. კონფიგურაციის პარამეტრები დაყოფილია განყოფილებებად, რომელთაგან თითოეული უკავშირდება კოლექციის გამართვის გარკვეულ ეტაპს.
მარცხენა მხარეს განთავსებულია სხვადასხვა წარმოდგენათა სია, მარჯვნივ - მართვის ელემენტები, რომლებიც უკავშირდება მიმდინარეს. სხვა ხედვაზე გადასასვლელად დააკლიკეთ სახელს, რომელიც სიაშია.
კოლექციის შემუშავებაში ჩართული ეტაპებისა და ვადების გასაგებად, თავიდან წაიკითხეთ „Greenstone Developer's Guide“-ის თავები 1 და 2.