5.1: გაამდიდრე დათვალიერების არე |
გამოიყენეთ "Enrich" კოლექციაში დოკუმენტებზე მეტამონაცემების მისანიჭებლად. მეტამონაცემები - ეს არის მონაცემები მომაცემების შესახებ - როგორც წესი სათაური, ავტორი, შექმნის თარიღი და და ა.შ. მეტამონაცემთა ყოველი ელემენტი შედგება ორი ნაწილისგან: "Element" გვეუბნევა რა სახის ელემენტია (მაგალითად ავტორი), და "Value" გვაძლევს მეტამონაცემის ამ ელემენტის მნიშვნელობას (მაგალითად ავტორის სახელი).
ნახვის "Enrich" მარცხენა ნაწილში არის კოლექციის ხე. ის რაც ხელმისაწვდომია თაგუნიას მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებით კოლექციის ხისათვის "Gather"-ში ხელმისაწვდომია დათვალიერებისასაც. მარჯვენა მხარეს არის მეტამონაცემთა ცხრილი, რომელიც გვიჩვენებს კოლექციის ხეში შერჩეულ რომელ ფაილს ან საქაღალდეს ეკუთვნის ის. სვეტების დასახელება წერია შავად სვეტის თავში, და მისი ზომის შეცვლა შესაძლებელია გამყოფი ხაზის გაწევით. თუ შერჩეულია რამდენიმე საქაღალდე ან ფაილი, შავი ტექსტი გვიჩვენებს არჩეულ ელემენტებს საერთო რა მნიშვნელობა აქვთ, ხოლო რუხი აჩვენებს რომ ეს ასე არ არის. რუხი ნაწილის მნიშვნელობის რედაქტირებისას იცვლება მხოლოდ ამ მეტამონაცემების მქონე ელემენტები. ნებისმიერი შეყვანილი ახალი მეტამონაცემის მნიშვნელობა დაემატება არჩეულ ელემენტებს.
საქაღალდის გამოსახულება შეიძლება იყოს ზოგიერთი მეტამონაცემის ჩანაწერთან . ეს უჩვენებს რომ მნიშვნელობები მიღებული აქვს დედანი საქაღალდიდან. მემკვიდრეობით მიღებული მეტამონაცემების გასწორება ან წაშლა არ შეიძლება, მხოლოდ მათი დამატებაა შესაძლებელი. დააჭირეთ საქაღალდის ნიშნულს, საქაღალდეზე, რომელშიც ინახება მინიშნებული მეტამონაცემები, გადასასვლელად.
თუ ცხრილში მეტამონაცემთა ელემენტზე დავაწკაპუნებთ, ამ ელემენტისთვის არსებული მნიშვნელობები აისახება თაგში "Existing values for ..." სივრცეში, რომელიც ამ ცხრილს ეკუთვნის. ეს „Value Tree“ ფართოვდება და იშლება. როგორც წესი ესაა ჩამონათვალი, რომელიც გვიჩვენებს არჩეული ელემენტისთვის ადრე შეყვანილ ყველა მნიშვნელობას. ჩანაწერზე დაწკაპუნებით ის ავტომატურად მოთავსდება მნიშვნელობათა ველში. და პირიქით, ველში მნიშვნელობის შეტანისას მნიშვნელობათა ხის შერჩევა იწყება თქვენს მიერ შეყვანილი სიმბოლოებით. [Tab]-ზე დაჭერა ავტომატურად სრულდება არჩეული მნიშვნელობის შეყვანით.
მეტამონაცემთა მნიშვნელობები შესაძლოა დალაგდეს იერარქიის მიხედვით. ეს ნაჩვენებია მნიშვნელობათა ხეში შიდა დონეების საქაღალდეების გამოყენებით. იერარქიული მნიშვნელობა შეიძლება შევიტანოთ „|“ სიმბოლოს გამოყენებით დონეებად დაყოფით. მაგალითად, „ბანქო|წითელი|ალმასები|შვიდი“ გამოიყენება იერარქიაში, რომელიც ბანქოს იერარქიას უჩვენებს. ეს მნიშვნელობების დაჯგუფების საშუალებას იძლევა.
გრინსტოუნი ავტომატურად არჩევს იმ მეტამონაცემებს მეტამონაცემთა ნაკრებში, რომელთაც აქვთ პრეფიქსი „ex.“. მას არ აქვს მნიშვნელობათა ხე და მისი გასწორება არ შეიძლება.