8.1: ნახვის ფორმატი |
ეს ნაწილი გაგაცნობთ ნახვის ფორმატს
ბიბლიოთეკარის ინტერფეისის საშუალებით შეგიძლიათ დააფორმატოთ კოლექციის გარე სახე მომხმარებლისთვის. კონფიგურაციის პარამეტრები დაყოფილია სექციებად, რომელთაგან თითოეული უკავშირდება ფორმატირების გარკვეულ ტიპს.
მარცხნივ მოთავსებულია პარამეტრების ჩამონათვალი და მარჯვნივ – მართვის ელემენტები, როელნიც დაკავშირებულია თითოეულ პარამეტრთან. პარამეტრის გასარედაქტირებლად დააწკაპუნეთ სიაში საჭირო პარამეტრზე.
პარამეტრების ჩამონათვალის ქვეშ მოთავსებულია ღილაკი „კოლექციის წინასწარი დათვალიერება“. ფორმატირებისას გაკეთებული ცვლილებების სანახავად, საჭირო არ არის კოლექციის ხელახალი აშენება, შესაძლებელია მაშინვე. თუმცა კოლექცია ერთხელ მაინც უნდა იყოს აშენებული წინასწარი დათვალიერებისათვის.