3.1: ჩამოტვირთვის ნახვა |
ამ ნაწილში აღწერილია თუ როგორ უნდა დაკონფიგურირდეს ჩატვირთვა და ჩატვირთვის პროცესზე კონტროლი. გახსენით "Download" დათვალიერება მის ჩანართზე დაკლიკებით. ეკრანის ზედა მხარეზე ნაჩვენებია ჩატვირთვის მართვის ელემენტები. ქვედა ნაწილი თავიდან ცარიელია, მაგრამ ნელ-ნელა შეივსება მიმდინარე და დასრულებული ჩატვირთვების ჩამონათვალით.
არსებობს ჩანაწერების ჩატვირთვისთვის გამოსაყენებელი რამდენიმე პროტოკოლი, რომლის ჩამონათვალიც შეიძლება ვიხილოთ მარცხენა ზედა მხარეს.
Web: ვებ-გვერდებსა და ფაილებს ტვირთავს HTTP და FTP მეშვეობით.
MediaWiki: ვებ-გვერდებსა და ფაილებს ჩამოწერს ვებ-საიტიდან MediaWiki HTTP-ს მეშვეობით.
OAI: ჩამოტვირთავს მეტამონაცემების ჩანაწერებს (საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტებს) სერვერიდან OAI-PMH (Open Archives Initiative).
Z39.50: MARC ჩანაწერებს, რომლებიც შეესაბამება ძიების გარკვეულ კრიტერიუმებს, ჩამოწერს სერვერიდან Z39.50.
Z39.50: MARCXML ჩანაწერებს, რომლებიც შეესაბამება ძიების გარკვეულ კრიტერიუმებს, ჩამოწერს სერვერიდან SRW.
შეარჩიეთ შესაბამისი პროტოკოლი მარცხენა მხარეს არსებულ ჩამონათვალში. მის მარჯვენა მხარეს მოცემულია პარამეტრები, რომელიც ხელმისაწვდომია ჩატვირთვის არჩეული პროტოკოლისთვის. რომ გავიგოთ რას აკეთებს ოფცია, კურსორი მიიტანეთ მასთან: გამოჩნდება მოკარნახე ჩარჩო, რომელში ხსნის ამ ოფციას. ზოგიერთი ოფცია „არასავალდებულოა“: ისინი წარმოდგენილია მონიშვნის უჯრებით, რომელზეც დაკლიკებისას ხდება მათი ხმარება. ზოგიერთი „სავალდებულო“: მათ არ აქვთ მონიშვნის ყუთი, და ჩატვირთვამდე უნდა მიუთითოთ მნიშვნელობა.
ერთხელ დაკონფიგურირების შემდეგ, დააკლიკეთ "Server Information" სერვერთან კავშირის შესამოწმებლად და იხილეთ ძირითადი ინფორმაცია ვებ გვერდის ან სერვერის შესახებ და დააკლიკეთ "Download" ჩაწერის დასაწყებად.
არსებობს ორი ღილაკი: "Configure Proxy...", რომელსაც გადაყავხარ პარამეტრების მიერთების ნაწილში, სადაც პროქსი პარამეტრების რედაქტირებაა შესაძლებელი; და "Clear Cache", რომელიც შლის ადრე ჩაწერილ ფაილებს. პროქსის სერვერზე ინტერნეტის დასაკავშირებლად გამოიყენებთ პროქსის ინფორმაციას. თუ საჭიროა ჩატვირთვის დროს ავტორიზაცია, პროქსი-სერვერი მოითხოვს მომხმარებლის სახელს და პაროლს. ბიბლიოთეკარის ინტერფეისი სესიებს შორის არ ინახავს პაროლს.
ფაილები იტვირთება საქაღალდეში, რომლის სახელია "Downloaded Files" (რომელიც ჩნდება მხოლოდ ჩატვირთვის დაწყებისას), და გამოიყენება ნებისმიერი კოლექციისათვის. ფაილებს სახელი ენიჭებათ მათი სრული ვებ-URL-ის მიხედვით (Web და MediaWiki-ის ჩატვირთვისათვის) ან URL და პარამეტრთა მნიშვნელობების კომბინაციის მიხედვით (სხვა სახის ჩატვირთვისას). ყოველი ჰოსტისათვის იქმნება ახალი საქაღალდე, მთლიანი პროცესის განმავლობაში ყოველი ახალი ნაწილისათვის. ეს უზრუნველყოფს, რომ ყოველი ფაილის განსხვავებულობას.
ჩამოტვრითვის ჩამონათვალში არსებობს ჩანაწერი თითოეული ჩანაწერის დამუშავების შესახებ. ყოველ ჩანაწერს აქვს ტექსტური ველი, რომელშიც დაწვრილებითაა აღწერილი შესასრულებელი ამოცანა, აგრეთვე შესრულების ინდიკატორი, რომელიც აჩვენებს მიმდინარე აქტივობებს. ყოველი ჩანაწერის მარჯვენა ნაწილში ჩნდება სამი ღილაკი. "Pause" გამოიყენება პროცესის დასაპაუზებლად. "View Log" ხსნის ფანჯარას, ჩატვირთული ფაილების ჟურნალით. "Close" წყვეტს ჩატვირთვის პროცესს და ამოცანას წაშლის ჩამონათვალიდან.