8.6: ძიება ჯვარედინ კოლექციაში |
Greenstone-ში ძიება შეიძლება განხორციელდეს რამდენიმე კოლექციაში ერთად. ეს მიიღწევა მიმდინარე კოლექციასთან ერთად სხვა კოლექციების მითითების გზით. ჩანართში „ფორმატი“ დააკლიკეთ „ძიება ჯვარედინ კოლექციაში“-ზე.
Cross-Collection Search-ის პანელზე ასახულია ხელმისაწვდომი კოლექციების ჩამონათვალი. არჩეული კოლექცია არ შეიძლება შეიცვალოს. პარალელურ რეჟიმში მოსაძებნი კოლექციის დასამატებლად, დააკლიკეთ სიაზე (დააკლიკეთ ხელახლა წასაშლელად) თუ მხოლოდ ერთი კოლექციაა შერჩეული ჯვარედინი ძიება ვერ განხორციელდება.
თუ ცალკეულ კოლექციებს არ აქვთ ერთი და იგივე ინდექსები (მათ შორის ქვე-კოლექციის დანაყოფს და ენის დანაყოფს), ჯვარედინ კოლექციებში ძიება ვერ განხორციელდება შესაბამისად. მომხმარებელს შეეძლება ძიება ინდექსებით რომელიც ეკუთვნის ყველა კოლექციას.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხ. Greenstone Developer's Guide თავი 1.