4.4: ფაილების დამატება |
კოლექციაში ფაილების გადატანა ხდება გადათრევით ან გადაყრით. თაგუნიას კურსორი ხდება უხილავი არჩეული ელემენტისათვის (ან, თუ არჩეულია რამდენიმესთვის). გადაათრიეთ არჩეული ნაწილი კოლექციის ხეში ფაილების გადასატანად (თუ მისი წყარო იყო Workspace Tree) ან გადაადგილეთ ისინი კოლექციის ფარგლებში (თუ მისი წყარო იყო Collection Tree).
რამდენიმე ფაილის ერთად გადაწერის დროს, ყველა თავსდება მიზნობრივ საქაღალდეში ერთ დონეზე, საქაღალდის თავდაპირველი სტრუქტურის მიუხედავად. იგივე სახელის მქონე მეორე ფაილის იმავე საქაღალდეში გადაკოპირების დროს, გამოჩნდება შეკითხვა - გადავაწეროთ თუ არა პირველს. უპასუხეთ „არა“ და ფაილი არ გადაიწერება, დანარჩენები გადაიწერება. კოპირების პროცესის შესაჩერებლად დააჭირეთ ღილაკს - „შეჩერება“.
შერჩეულთა შორის მხოლოდ „უმაღლესი“ ელემენტების გადატანაა შესაძლებელი. საქაღალდე უფრო მაღალი დონისაა ვიდრე მისი შვილობილი ელემენტები.საქაღალდის შიგნით არც ფაილის არჩევა არ შეიძლება და არც საქაღალდის.
ფაილის დამატებისას, ბიბლიოთეკარის ინტერფეისის ძიება გამოსავალ საქაღალდეებში ეძებს დამხმარე ფაილებს, რომლებიც შეიცავენ მეტამონაცემებს, რომელნიც მინიჭებულია დამატებულ ფაილზე, პოვნის შემთხვევაში იწყებს ამ მეტამონაცემების იმპორტირებას. ოპერაციის დამთავრების შემდეგ შემოგთავაზებენ (შესაძლოა რამდენჯერმე) დამატებით ინფორმაციას იმპორტირებული მეტამონაცემებისა და თქვენი კოლექციის მეტამონაცემების შედარებას. ეს პროცესი მოიცავს ბევრ მოთხოვნას, როლებიც აღწერილია ადრე მინიჭებული მეტამონაცემების იმპორტი ნაწილში. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად წაიკითხეთ Greenstone Developer's Guide-ის თავი 2 - თქვენი დოკუმენტებიდან მეტი სარგებელის მიღება.
„ფიქტიური“ დოკუმენტის კოლექციაზე დამატება შეგიძლიათ მაუსის მარჯვენა ღილაკით დაწკაპუნებით Collection Tree-ში ან საქაღალდეზე, და შერჩევით "New dummy document". ამ საშუალებით იქმნება ცარიელი ახალი ფაილი რომელსაც უნდა მიენიჭოს მეტამონაცემი. მოგვიანებით ფაილი უნდა შეიცვალოს „ნამდვილი“ ფაილით.