5.3: ახალი მეტამონაცემების მიმაგრება |
ახლა ვუმატებთ მეტამონაცემთა ელემენტებს – ორივეს ელემენტს და მნიშვნელობას – ფაილს. პირველად შეარჩიეთ ფაილი მარცხნივ არსებულ კოლექციის ფაილთა ხიდან. ეს ქმედება ნებისმიერ მეტამონაცემს, რომელიც ადრე აქვს ამ ფაილს მინიჭებული, გამოაჩენს ცხრილში მარჯვნივ.
შემდეგ შეარჩიეთ იმ მეტამონაცემის ელემენტი რომლის დამატებაც გინდათ ცხრილში სტრიქონზე დაკლიკებით.
შეიტანეთ მნიშვნელობა მნიშვნელობათა ველში. გამოიყენეთ სიმბოლო „|“ სტრუქტურის დასამატებლად, ისე როგორც აღწერილია გაამდიდრე დათვალიერების არე-ში. ღილაკზე [Up] და [Down]-ზე დაჭერით მეტამონაცემის მნიშვნელობა შეინახება და შესაბამისად გადაადგილებს შერჩეულს. [Enter]-ზე დაჭერით ინახება მეტამონაცემთა მნიშვნელობა და შეიქმნება ცარიელი ჩანაწერი მეტამონაცემთა ელემენტისათვის, რაც საშუალებას მოგცემთ მეტამონაცემთა ელემენტს მიანიჭოთ რამდენიმე მნიშვნელობა.
მეტამონაცემის დამატება შეგიძლიათ აგრეთვე საქაღალდეში ან ერთად რამდენიმე შერჩეულ ფაილებში. ის ემატება საქაღალდეში არსებულ ყველა ფაილს ან შერჩეულს, და შვილობილ საქაღალდეებს. გახსოვდეთ, თუ საქაღალდეში ნიშნავთ მეტამონაცემებს, მასში ყველა ფაილი ავტომატურად მემკვიდრეობით მიიღებს მნიშვნელობას.