6.5: დათვალიერების კლასიფიკატორები |
ეს სექცია ხსნის როგორ მიენიჭოს „კლასიფიკატორს“, რომლებიც გამოიყენება კოლექციის დათვალიერებისას. ჩანართში „დიზაინი“ დააკლიკეთ „ნახვის კლასიფიკატორები“.
კლასიფიკატორის დასამატებლად, „შეარჩიეთ დასამატებელი კლასიფიკატორი“-ის გამოყენებით შეარჩიეთ ჩამოსაშლელი სიის ბოლოში და დააკლიკეთ „დაამატეთ კლასიფიკატორი...“. გამოჩნდება ფანჯარა სახელით „არგუმენტების კონფიგურირება“; ამ დიალოგისათვის ინსტრუქცია იგივეა რაც პლაგინებისათვის (იხ. დოკუმენტის პლაგინები). თუ ერთხელ დააკონფიგურირეთ ახალი კლასიფიკატორი, ის დაემატება „მინიჭებული კლასიფიკატორების“ სიის ბოლოში.
კლასიფიკატორის მოკლე აღწერილობის სანახავად შეარჩიეთ ის „შეარჩიეთ დასამატებელი კლასიფიკატორი“-ს ჩამოსაშლელ სიაში. შემდეგ მითითეთ კურსორით. გამოჩნდება მოკარნახე ჩარჩო აღწერილობით.
ყველა კლასიფიკატორს აქვს თავისი არგუმენტი კონფიგურაციისათვის. მნიშვნელოვან არგუმენტებს შეიცავს „მეტამონაცემი“, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს დოკუმენტების კლასიფიცირება, და „ღილაკის სახელი“, რომელიც ჩანს ნავიგატორის პანელზე.
კლასიფიკატორის წასაშლელად, შეარჩიეთ ის სიიდან და დააკლიკეთ „წაშალეთ კლასიფიკატორი“.
კლასიფიკატორის არგუმენტების შესაცვლელად, შეარჩიეთ სიიდან და დააკლიკეთ „დააკონფიგურირე კლასიფიკატორი“ (ან ორჯერ დააკლიკეთ სიაში კლასიფიკატორზე).
კლასიფიკატორების თანმიმდევრობა კოლექციის ნავიგატორის პანელზე ასახულია აქ. მის შესაცვლელად, შეარჩიეთ კლასიფიკატორი რომლის გადატანაც გსურთ და დააკლიკეთ "Move Up" or "Move Down".
კლასიფიკატორის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად წაიკითხეთ „Greenstone Developer's Guide“-ის თავი 2 - თქვენი დოკუმენტებიდან მაქსიმალურად მეტის მიღება.