7.3: შექმენით ნახვა ექსპერტულ რეჟიმში |
შემოწმების რეჟიმში თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მონაცემები „Message Log“ მარცხნივ, რათა დაათვალიეროთ კოლექციის აშენების წინა მცდელობები. შეარჩიეთ თქვენთვის საჭირო მონაცემი, „Log History“ სიაში თქვენთვის საჭირო მონაცემზე დაჭერით.
ამ რეჟიმში, იმპორტისა და აშენების პარამეტრების სრული სია აისახება „იმპორტი“-სა და „აშენება“-ის ჩანართებში მარცხნივ. სხვადასხვა პარამეტრების მართვა ხდება ისევე როგორც „არგუმენტების კონფიგურირება“-ის, რომელიც აღწერილია დოკუმენტის პლაგინები სექციაში. ზოგიერთი ველი ითხოვს რიცხვით არგუმენტებს, და თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ ისინი ან გამოიყენოთ ისრები არსებული მნიშვნელობის შესამცირებლად ან გასაზრდელად (ზოგ შემთხვევაში ინტერფეისი ზღუდავს შესაყვან მონაცემთა დიაპაზონს). სხვების შეყვანა ხდება ალმების დაყენებით (გამოსართავად დააკლიკეთ კიდევ ერთხელ).
იმპორტისა და შენების პროცესის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად წაიკითხეთ „Greenstone Developer's Guide“-ის თავი 1 - შენების პროცესის გააზრება.