2.3: არსებული კოლექციის გახსნა |
არსებული კოლექციის გასახსნელად, აირჩიეთ „გახსენი“ - მენიუდან „ფაილი“ კოლექციის გახსნაზე სწრაფი დასტურისათვის. გამოჩნდება თქვენი გრინსტოუნის კოლექციის სრული ჩამონათვალი. შეარჩიეთ სასურველი კოლექცია აღწერილობის სანახავად და მის ჩასატვირთად დააკლიკეთ „გახსენი“.
თუ ერთდროულად გაშვებულია გრინსტოუნის ბიბლიოთეკარის ინტერფეისის ერთზე მეტი პროგრამა, შესაბამისი დირექტორიები „დაკეტილია“ ხარვეზების აღმოსაფხვრელად. კოლექციის გახსნისას მის საქაღალდეში იქმნება მცირე ზომის დროებითი დაბლოკვის ფაილი. კოლექციის გახსნის წინ ბიბლიოთეკარის ინტერფეისი ამოწმებს, რომ დროებითი ბლოკირების ფაილი აღარ არსებობდეს. თუმცა ინტერფეისიდან დროზე ადრე გმოსვლის შემთხვევაში ბლოკირების ფაილი თავის ადგილზე რჩება. როდესაც ხსნით მსგავს კოლექციას, ბიბლიოთეკარი გეკითხებათ გსურთ თუ არა მასზე კონტროლის „მოპარვა“. არ მოგერიდოთ ამის გაკეთება, თუ ფიქრობთ რომ სხვაც მუშაობს ამ კოლექციაზე.
როდესაც ხსნით კოლექციას, რომელიც „გრინსტოუნის ბიბლიოთეკარის ინტერფეის“-ს არ შეუქმნია, მას მიენიჭება მეტამონაცემთა ნაკრები Dublin Core, და ნებისმიერი არსებული მეტამონაცემი გადაიმპორტირდება ისევე, როგორც მეტამონაცემების მქონე ფაილების გადატანისას. პროცესი აღწერილია ადრე მინიჭებული მეტამონაცემების იმპორტინაწილში.