4.1: შეგროვებული ფაილების ნახვა |
ამ ნაწილში აღწერილია ფაილების შეგროვების ველი, რომელიც გამოიყენება ასაშენებელი ფაილების შესაგროვებლად. „Librarian Interface“-ში მუშაობა იწყება ფაილების შეგროვების ნახვით. მოგვიანებით ამ სტადიაზე დასაბრუნებლად დააკლიკეთ "Gather" რომელიც მოთავსებულია მენიუს ქვეშ.
ორი ვრცელი ველი „Workspace“ და „Collection“ გამოიყენება კოლექციაში ფაილების გადასატანად. ისინი შეიცავენ „file trees“ რაც წარმოადგენს ფაილებსა და საქაღალდეებს.
შეარჩიეთ ელემენტი ამ ხეში დაწკაპუნებით. (არსებობს სხვა საშუალებებიც; იხ. ქვევით) ორჯერ დააწკაპუნეთ საქაღალდეზე ან ერთხელ მის გვერდით ნიშნულზე, პაპკის გასახსნელად (ან დასახურად). ორჯერ დააწკაპუნეთ ფაილზე (ან თაგუნიას მარჯვენა ღილაკზე და აირჩიეთ "Open in external program") ასოციაციური სააპლიკაციო პროგრამის გამოყენებით გასახსნელად (იხილე ფაილური ასოციაციები).
სამუშაო სივრცის ფაილების ხე უჩვენებს მონაცემთა წყაროს, რომელიც ხელმისაწვდომია ბიბლიოთეკარის ინტერფეისისათვის - ფაილების ლოკალური სისტემა (რომელიც შეიცავს დისკსა და CD-ROM), გრინსტოუნის კოლექციაში არსებული და ჩატვირთული ქეშ ფაილები. შეგიძლიათ ამ ფაილების ასლების გაკეთება და ნახვა, მაგრამ არ შეგიძლიათ გადაიტანოთ, წაშალოთ ან შეასწოროთ, გარდა ჩატვირთული ფაილებისა, რომლებიც შეგიძლიათ წაშალოთ. დაათვალიერეთ ეს სივრცე, იმ ფაილების მოსაძებნად, რომელთა შეტანაც გინდათ კოლექციაში.
კოლექციის ფაილის ხე წარმოადგენს კოლექციის შინაარსს. თავდაპირველად, ის ცარიელია.
სივრცის ზომის შეცვლა შეგიძლიათ კურსორის რუხ ზოლთან, რომელიც ჰყოფს ხეებს, მიტანით (მაჩვენებლის ფორმა იცვლება) და გადათრევით.
ფანჯრის ქვედა ნაწილში არის სტატუს-არეალი, რომელიც აჩვენებს ფაილებზე შესრულებულ სამუშაოებს (კოპირება, გადაადგილება და წაშლა) ამ პროცესის დასრულებას სჭირდება გარკვეული დრო. „Stop“ ღილაკი ყველამიმდინარე პროცესს აჩერებს.
ორი დიდი ღილაკი, განთავსებულია ეკრანის მარჯვენა ქვედა კუთხეში. „New Folder“ რომელზეც გამოსახულია საქაღალდე, ქმნის ახალ საქაღალდეს (იხილეშექმენით საქაღალდეები). „წაშლა“, სანაგვე ყუთის გამოსახულებით, შლის ფაილებს. ღილაკზე Delete დაწკაპუნებით კოლექციის ფაილების ხიდან წაიშლება ნებისმიერი არჩეული ფაილი. ალტერნატივა - ფაილების წაშლა შესაძლებელია მათი ღილაკზე Delete გადათრევით.
თანმიმდევრობით რაიმე ელემენტების შესარჩევად, აირჩიეთ პირველი, შემდეგ ისე რომ ხელი არ მოაშოროთ ღილაკს [Shift] დააწკაპუნეთ შერჩევის პროცესი გავრცელდება ყველა შუალედურ ელემენტზე. შეარჩიეთ არათანმიმდევრული ფაილი, ისე რომ ხელი არ მოაშოროთ ღილაკს [Ctrl]. ეს ორი მეთოდი გამოიყენეთ არა-შერეული ელემენტების შესარჩევად.